ანაკლიის პორტის პროექტი

რუდი: აშშ-ს კვლავ მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტს გამოეხმაურა. 

"აშშ-ს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის კონსორციუმის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს," - ამბობს ელიზაბეტ რუდი. რუსთავი 2-ის თარგმანი. 

9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს. ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრებოდა. 

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

ქართული ოცნების დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, 9 იანვარს ანაკლიის პორტზე საბრისას თქვა, რომ მისი აზრით, მთავრობა მამუკა ხაზარაძეს რუსული საფრთხის გათვალისწინების გამო დაუპირისპირდა.

ანაკლიის კონსორციუმი ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას გეგმავს. 

კომენტარები