პრეზიდენტის შეწყალება

წულუკიანი: მოლოდინი მქონდა, რომ მარიამობის შეწყალებისას პრეზიდენტი გვკითხავდა აზრს

...მოლოდინი მე პირადად მქონდა, რომ ამ შეწყალებისას, ისევე როგორც აღდგომის და ახალი წლის შეწყალებისას, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა ჩვენგან აზრს - ესა და ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს სახლში? ნამდვილად ავად არის? ნამდვილად სიმსივნე აქვს? ეს ჩვენ წინა ორი შეწყალებისას შეგვიმოწმებია და გვითქვამს, რომ არ იტყუება, ნამდვილად მცირეწლოვანი ბავშვები ელოდებიან ამ პატიმარ ქალს, მაგრამ მარიამობის შეწყალებისას არანაირი კონტაქტი აღარ შემდგარა ჩვენთან, პრეზიდენტისგან პირდაპირ მივიღეთ ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ არხზე, პრეზიდენტის შეწყალების შესახებ. მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

კომენტარები