შტორმ "დორიანიდან" ორი კვირის შემდეგ ბაჰამის კუნძულებს ახალი ტროპიკული შტორმი, სახელად "უმბერტო" უახლოვდება.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის "უმბერტო" კუნძულ აბაკოდან აღმოსავლეთით, 110 კილომემეტრის მოშორებით არის. მისი სიჩქარე 65 კმ/სთ-ია. აბაკო ერთ-ერთია, რომელიც "დორიანის" შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალდა. ბაჰამის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, შტორმი, შაბათს მიაღწევს და ძლიერ წვიმებს გამოიწვევს. სავარაუდოდ, შტორმი კუნძლებზე "დორიანის" შედეგად დაკარგულთა სამძებრო სამუშაოებს შეაფერხებს.

ფოტო: BBC
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალი "დორიანი" 2 დღის განმავლობაში მძვინვარებდა. ქარის სისწრაფემ 298 კმ/სთ-ს მიაღწია. "დორიანის" შემდეგ ბაჰამის კუნძულებზე 1 300 ადამიანს ეძებენ. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 50 ადამიანი. საცხოვრებელი სახლის გარეშე 15 000 პირი დარჩა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



