ბაჰამის კუნძულები

ბაჰამის კუნძულებზე ამერიკელი ქალი ქორწილის მეორე დღეს ზვიგენმა მოკლა

DANTE CARRER/REUTERS

44 წლის ლოურენს ერიკსონ ვან ვარტი ბაჰამის კუნძულებზე საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა, როდესაც ის ქორწილის მეორე დღეს ზვიგენმა მოკლა. ქალი მასაჩუსეტსის შტატიდან იყო, სადაც სკოლის მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლიდა. 

ლოურენსი და მისი ქმარი კარიბის ზღვაში სერფინგის დაფით ცურავდნენ, როდესაც მათ 4-მეტრიანი ზვიგენი თავს დაესხა, ქალი წყალში ჩაითრია და სხეულის მარჯვენა მხარეს რამდენჯერმე უკბინა. როდესაც ქალი მაშველებმა სანაპიროზე გამოიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ზვიგენის თავდასხმის შედეგად მისი ქმარი არ დაშავებულა. 

სკოლამ, სადაც ლოურენს ერიკსონ ვან ვარტი მუშაობდა, წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ ისინი შეძრულები არიან მომხდარი ტრაგედიით და პატივს მიაგებენ მათი კოლეგის ხსოვნას. 

კომენტარები