პრორუსული გაგება არის ჩემთვის ძალიან გაბლარული რამე. ჩემთვის პრორუსული არის ასევე, როცა დათო ბაქრაძე გამოდის და ითხოვს მევენახეების სუბსიდირებას. ჩვენ გირჩში სხვანაირი განსაზღვრება გვაქვს, რა არის პრორუსული და პროდასავლური. ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულ პროგრამებს ვინ რას უჭერს მხარს, პარტია გამოდიოდეს და ამბობდეს პროდასავლური ვარო, ეგ არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის. წინასწარ ვერ ვიტყვით, არავისზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ახლა რასაც ვუყურებ ოცნება ასტრალშია გასული და არანაირი თანამშრომლობაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ 2020-მდე კაცმა არ იცის კიდევ რამდენი პარტია გაჩნდება, ვინ რას მოითხოვს, ვინ რას გააკეთებს, არავინ არ იცის. არანაირი სურვილი არ გვაქვს დავიგინოთ, რომ ამასთან არ ვითანამშრომლებთ და იმასთან არ ვითანამშრომლებთ.
კოალიციური მთავრობა
ჯაფარიძე: ჩემთვის ასევე პრორუსული არის, დათო ბაქრაძე რომ მევენახეების სუბსიდირებას ითხოვს
tbl.ge/409m
დაკოპირდა

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე პასუხობს კითხვას პრორუსულ პარტიებთან გირჩის შესაძლო თანამშრომლობაზე.
ამავე თემაზე
- IRI: მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა
- კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, 2020-ის შემდეგ კოალიციის გარეშე შევძლოთ ქვეყნის მართვა
- თალაკვაძე: თუ 2020 წელს უმრავლესობით ვერ მოვალთ, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა
- კახიძე: ახლადგანქოცებული ჩარკვიანი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა
- გოცირიძე ჩარკვიანზე: "ძალა ერთობაშია" ბევრი პარტიაა, ყველას განცხადებაზე პასუხს ვერ ვაგებთ