კოალიციური მთავრობა

გუგავა ევ. საქ-ების მოწოდებაზე: ოლიგარქებს პოლიტიკაში ყოფნა პაქტით უნდა ავუკრძალოთ

ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა ამბობს, რომ ქვეყანაში უნდა შევიმუშაოთ "ანტიოლიგარიული პაქტი," რომელიც ოლიგაქრებს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავს. გუგავა ასე ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ინიციატივაზე ტაბულას კითხვას პასუხობს. პარტიები მოუწოდებენ ყველა პროდასავლურ ძალას, რომ არჩევნებამდე ღიად დააფიქსირონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

"არათუ ივანიშვილს, არამედ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ "ანტიოლიგარქიული პაქტი", რომლის შესაბამისადაც ყველა ოლიგარქს აეკრძალება არა თუ მთავრობაში ყოფნა, არამედ აეკრძალება პოლიტიკაში ყოფნა. თუ ეს ჩვენ არ გავაკეთეთ სხვა შემთხევაში ივანიშვილის იქნება ეს, თუ სხვა რომელიმე სახელი და გვარი რომელიც შემოვა პოლიტიკაში, გატარდება იგივე კრიმინალური ქმედებები და სწორედ ოლიგარქიულმა სისტემამ დაღუპა ქვეყანა და მიგვიყვანა აქამდე. ეს მოიცავს იმასაც, რომ არათუ ივანიშვილი, არამედ არცერთი ოლიგარქი არ იყოს წარმოდგენილი არც პარლამენტში და არც მთავრობაში... ბევრი გვინახავს წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებები, მაგრამ ხშირად ასეთ დაპირებებს ივიწყებენ ხოლმე და ეს არაფრის გარანტიას არ წარმოადგენს," - ამბობს გუგავა.

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამის შესახებ პარტიების წარმომადგენლებმა 13 სექტემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს.

კომენტარები