ხელისუფლებაში შვიდწლიანი ყოფნის შედეგად ჩვენ მივიღეთ სრულიად ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთი კაცის დიქტატის ქვეშ იმყოფება, ჩვენ არ არ დავუჭერთ მხარს არც ერთ ისეთ კონფიგურაციას, სადაც ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ექნება შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს მთავრობა, ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, უნდა წავიდეს მშვიდობიანად. მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას, შეუერთდეს ამ ინიციატივას და მკაფიოდ განაცხადოს, რომ არ დაუჭერს მხარს ქართული ოცნების ქვეშ მყოფ არც ერთ პოლიტიკურ კოალიციას
არჩევნები 2020
ბარამიძე: არ დავუჭერთ მხარს არც ერთ კონფიგურაციას, სადაც ოცნებას შეეძლება მთავრობის შექმნა
tbl.ge/408x
დაკოპირდა

თქვა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ ევროპული საქართველოს ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მათ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო




