მამუკა ხაზარაძე

სესიაშვილი: ხაზარაძის წამოწყებული პოლიტიკური პროცესი უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა

რამდენადაც ბატონი მამუკა უკვე შემოვიდა პოლიტიკურ ველში და მე შემიძლია, უკვე ვიყო კრიტიკული და მოვუწოდო კიდეც გარკვეული ნაბიჯებისკენ. მივესალმები, თუ მოახერხებს ახალგაზრდებს ჩართავს პოლიტიკურ პროცესში. მის პარტიას თუ არ გამოადგება, ქვეყანას მაინც გამოადგება. ამას მართლა მივესალმები. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მიზნებს, თუ მისი მთავარი პოლიტიკური მიზანია, ანაკლიის პროექტის რეალიზება მოახდინოს, მირჩევნია გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სახელმწიფომ 100 მილიონი უკვე დახარჯა, შეასრულა თავისი ვალდებულებები და უმჯობესია, ახლა მანაც შეასრულოს ვალდებულებები. ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. 

დღეს მას მოვუსმინე. შეიძლება, ირონიულად გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა. მაგრამ მეორე მხრივ, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, რომ ასეთი პოლიტიკური განცხადება კეთდება. რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ამას საქმით აჩვენებს, უფრო უკეთესია. 

უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის შესახებ.

კომენტარები