მე ვაპირებ, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური მეთოდი, ამაზე უფრო ღირებული, რაც მე ამდენი წლის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გამიკეთებია, არ მეგულება. იმიტომ, რომ მთავრობა შეიცვლება, ხელისუფლებაც შეიცვლება 2020 წელს, მაგრამ უვადოდ იმ მოსამართლეების არჩევა, ვინც სამართალს აბნელებდა, არ შეიძლება. 23 სექტემბრიდან, როდესაც განხილვები დაიწყება, ჩვენ მოვემზადებით და გაჩვენებთ კონკრეტულ საქმეებსა და ისტორიებს, რომ ჩვენი სამდურავი ვინმეს ახირება არ ეგონოს. ეს არის ინსტიტუციური ხედვა, რომ სამართლიანი სასამართლო ნიშნავს პატიოსან, მორალურად შეუბღალავ მოსამართლეს, რომელსაც წარსულსი სიმძიმე არ აქვს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები
ბესელია: იმ მოსამართლეების უვადოდ არჩევა, რომლებიც სამართალს აბნელებდნენ, არ შეიძლება
tbl.ge/403m
დაკოპირდა

თქვა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე ტვ პირველის ეთერში. ცნობისთვის, პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა სიის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად ჯგუფი შეიქმნა.
ამავე თემაზე
- დიმიტრი ხუნდაძე: შალვა თადუმაძეს ჩემი ხმა ექნება, ჩემი კოლეგების არ ვიცი
- მოსამართლეობის კანდიდატი პრაიდზე: ლგბტ ადამიანების დაცვის საჭიროება არ ყოფილა
- ჯანეზაშვილი და დოლიძე: ილონა თოდუას უზენაესის მოსამართლეობის უფლება არ აქვს
- დოლიძე და ჯანეზაშვილი ითხოვენ, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა შეჩერდეს
- სუბარი: უზენაეს სასამართლოში შალვა თადუმაძის ხილვა იქნება ძალიან კარგი