განათლება

სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება, რამდენიმე სკოლაში, შესაძლოა, ორი კვირით გვიან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყება, 20-მდე სკოლაში კი, შესაძლოა, ორი კვირით გვიან.

"მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება. აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს", - ამბობენ უწყებაში.

ამასთან, სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას სკოლების რეაბილიტაციის შესახებაც. უწყების ცნობით, რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

კომენტარები