ირაკლი ღარიბაშვილი

სამინისტრო: ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე თავდაცვის სამინისტროში დილის 9 საათზე დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილს უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

"ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დახვდნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს," - წერია განცხადებაში. 

სამინისტროს ინფორმაციითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უწყების თანამშრომლებს საკუთარ პრიორიტეტები და გეგმები გააცნო. 

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა გუშინ გამოუცხადა. 

კომენტარები