სამთავრობო ცვლილებები

გახარია: ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო სერგი კაპანაძე ამ სავარძელში

რაც ამ დღეებში აქ მოხდა, ჩვეულებრივი ლუსტრაცია იყო, როდესაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა. მეორე ნაწილმა უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი და ჩვეულებრივად მანიპულირებდა საშუალებით პასუხის გაცემის. სიმართლე გითხრათ, მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვს ამ სავარძელში და სერგი კაპანაძეს შორის. ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო სერგი კაპანაძე ამ სავარძელში, როდესაც პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა. შესაბამისად, როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. როგორც მინიმუმ, ეს არ არის ევროპული საქართველო, როგორც მინიმუმ, ეს სხვა რაღაცა არის. შესაბამისად, ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და პირველ რიგში უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი თავის წინაშე, უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი ბიუროკრატიის წინაშე, და რა თქმა უნდა, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაგებდეთ პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომელსაც ვიღებთ. ეს ვალდებულებები უნდა იყოს მარტივი ჩვენი მოქალაქისთვის, გამჭვირვალე და დროში გაზომვადი.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ისაუბრა. პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. "ევროპულ საქართველოს", ენმ-სა და პატრიოტთა ალიანსს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კომენტარები