სამთავრობო ცვლილებები

გახარია: გადადგომით დავადასტურებდი, რომ რაღაცაში თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ!

საერთოდ ნებისმიერი თანამდებობა არის მხოლოდ და მხოლოდ გამოწვევა და პასუხისმგებლობა, სხვა არაფერი. მაგრამ არგადადგომის ძირითადი მოტივი იყო რა- პრინციპი, ჩვეულებრივი პრინციპი.

როდესაც მე ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი, ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რომელიც ყველამ ნახა, დავანებოთ თავი გადაცდომებს, რომელიც პოლიციის მხრიდან იყო, ამას მერე დავუბრუნდები. ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად, თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ვუხდი მადლობას, ბვერჯერ გადავუხადე და დღესაც გადავუხდი რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან და ამ დროს გადადგომით, მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ რაღაცაში თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ! მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ იმ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია, რომელმაც მიიღო სხვა სახის დაზიანება, თითოეულ მათგანზე, რომელმაც დაკარგა თვალი და უნდა ვაღიაროთ, გულწრფელად, რომ ასეთი 2 ადამიანი გვყავს.

მაგრამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ასევე იმაზეც, რომ სახელმწიფომ მათზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს ბოლომდე. ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის ადამიანები და პოლიციელები, რომლებიც აქ კეთილსინდისიერად იდგნენ, და ბოლომდე 2 საათის განმავლობაში ითმენდნენ 300 გატაცებულ ფარს, მათ გატაცებას ბრბოში, ფიზიკურ შეურაცხყოფას და კიდევ ბევრს და სხვათაშორის, ბევრი პოლიციელი გვყავს ასევე ზუსტად დაზარალებული. ისინი ხვალ არ გახდნენ მორალური ბულინგის მსხვერპლი, რასაც ბევრი ცდილობს და მათ ჰქონდეთ შეგრძნება, ხვალ, ზეგ და მომავალში ისინი ამ ქვეყანას უნდა ემსახურონ უკეთესად, უფრო რაფინირებულად, უფრო ეფექტურად, მაგრამ უნდა ემსახურონ. სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურად შეჭრას ჰქვია შტურმი; ფიზიკურს, აქ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვით, ლექსებით ან კიდევ რაღაცით, შტურმით! ჰქვია თავისი სახელი, ამას ქვია როგორც მინიმუმ - ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. დამთავრდა. აქ მე რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი.

ამაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა. დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, იქიდან გამომდინარე, რომ 20 ივნისის ღამეს, ძირითადად, დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც შეტევაში არ მონაწილეობდნენ და უბრალოდ მომიტინგეები იყვნენ, მართებული იქნებოდა თუ არა და რამდენად კარგი პრეცედენტი იქნებოდა გახარიას მიერ შსს-ს მინისტრის პოსტის დატოვება. გახარიას ამ განცხადებას უმრავლესობა ტაშით შეხვდა.

კომენტარები