დაპირისპირება პარლამენტთან

"გავერკვევით და მივცემთ სამართლებრივ შეფასებას" - მოძალადე დეპუტატი ჯერ არ დაუკავებიათ

ტაბულა

პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან პოლიციელებმა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი განარიდეს. მან აქტივისტების და ოპერატორების გარდა, პოლიციელებსაც აგინა. ასევე, აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სირცხვილიას მონაწილეები კვიციანის დაკავებას ხულიგნობისთვის ითხოვენ.

"მოხდა ინციდენტი, გავერკვევით და მივცემთ სამართლებრივ შეფასებას“, - უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქციის მონაწილეებმა მას "მონა" და "რუსეთის კაცი" უწოდეს, კვიციანმა კი მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"თქვენი დედას შე**ცი, გამიშვით ხელი" - მიმართა კვიციანმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს.

კომენტარები