სირცხვილია

გინების და ძალადობის შემდეგ, ემზარ კვიციანი პოლიციამ, სავარაუდოდ, განარიდა

IPN

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატი სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქციის მონაწილეებმა მას "მონა" და "რუსეთის კაცი" უწოდეს, კვიციანმა კი მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გარდა ამისა, დეპუტატმა აგინა პოლიციასაც.

"თქვენი დედას შე**ცი, გამიშვით ხელი" - მიმართა კვიციანმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს.

აქცია სირცხვილიას მონაწილეები ემზარ კვიციანის ხულიგნობისთვის დაკავებას ითხოვენ. პოლიციამ კი, ის, სავარაუდოდ, ტერიტორიას განარიდა.

კომენტარები