Netflix

ჯილიან ანდერსონი "The Crown"-ის მეოთხე სეზონში მარგარეტ ტეტჩერის როლს შეასრულებს

ინგლისელი მსახიობი, ჯილიან ანდერსონი, Netflix-ის სერიალში, "The Crown", ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლს შეასრულებს. როგორც ანდერსონი ამბობს, ამ "რთულ პერსონაჟზე" შეყვარებულია.  

"მიხარია, რომ სერიალის ჯგუფს შევუერთდი და მომეცა შესაძლებლობა, ვითამაშო ასეთი რთული და საკამათო პერსონაჟის როლი. ტეტჩერი უდაოდ შესანიშნავი იყო. მე ვცდილობ, რომ ის სიღრმისეულად გამოვიკვლიო. გავბედავ ვთქვა, რომ მიყვარდება პიროვნება, რომელმაც, სიყვარულითა თუ ზიზღით, ეპოქა შექმნა,"-თქვა ჯილიან ანდერსონმა ჟურნალ Observer-თან ინტერვიუში.  

შოუ დედოფალ ელისაბედ II-ს ახალგაზრდობის წლების შესახებ მოგვითხრობს. სერიალის სიუჟეტი ელისაბედის ტახტზე ასვლამდე 6 წლით ადრე, 1947 წლიდან იწყება. სერიალი დედოფლის ცხოვრების ყველა ეტაპს ეხება. Netflix-ის თქმით, სერიალს 6 სეზონი ექნება.

კომენტარები