ჩვენ დღეს მოუსმინეთ მინისტრობის კანდიდატებს თეა წულუკიანს, ქეთევან ციხელაშვილს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. მე თითოეულ მათგანს ვიცნობ როგორც საქმეში, ასევე კრიზისში, პრინციპული პოზიციების გადაწყვეტისას და რეფორმებში. ჩემთვის მათი საქმიანობა და გეგმები უცხო არ ყოფილა. ჩვენ გავეცანით საერთო სამთავრობო პროგრამას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ამბიციურ რეფორმებზე და პერსპექტივებზე ორიენტირებულნი, ჩვენ ქვეყანას ჭირდება ძალიან სწრაფი და ეფექტური განვითარება. მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანით და ამ არჩევანის რეალიზაციით, ეკონომიკის გაძლიერებით და ამ ყველაფრის საწინდარი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქ ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიციები და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მოგვიწევს ერთად ძალიან ბევრი მუშაობა.
tbl.ge/3zhs
დაკოპირდა
ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
ამავე თემაზე
- ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა
- მდინარაძე: უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ იონათამიშვილის კანდიდატურა წარვადგინე
- გახარია: ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი – ივანიშვილი
- ზვიად ყიფიანი: ჯანდაცვის მინისტრად არ ვინიშნები, არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება
- მდინარაძე: პრემიერსაც მივწერე, ტყუილია, რომ ჯანდაცვის მინისტრად ზვიად ყიფიანს წარადგენს