თეა წულუკიანი

წულუკიანი: პროტესტის მონაწილეების ტკივილს, რომლებმაც თვალი დაკარგეს, საკუთარივით განვიცდი

იმედი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად წარდგენაზე ისაუბრა და 20 ივნისის ღამის მოვლენებსაც შეეხო. მისი თქმით, პროტესტის იმ მონაწილეების ტკივილს, რომლებმაც თვალი დაკარგეს, საკუთარი ტკივილივით განიცდის. 

"პროტესტის მონაწილეებს, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს, ვეტყვი, რომ მათ ტკივილს საკუთარი ტკივილივით განვიცდი. ეს არის გულახდილი და არა პოლიტიკური მიზნით გაკეთებული განცხადება და მინდა, ამის სჯეროდეთ,"-თქვა წულუკიანმა.  

მისივე თქმით, გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტზე იმიტომ შეირჩა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა.   

"ახალ პრემიერს წარმატებას ვუსურვებ. ის პროცესი, თუ როგორ შეირჩა პარტიის შიგნით, მე არ ვყოფილვარ მონაწილე, თუმცა ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი, რის გამოც შეირჩა ბატონი გახარია, არის ის, რომ ჩვენს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა,"-თქვა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პორტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარმოადგინა. გახარია 2017 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. სწორედ მის დროს მოხდა 20 ივნისის მოვლენები, "გავრილოვის ღამე". აქციის დარბევის დროს სამმა ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

კომენტარები