პარლამენტთან აქცია სირცხვილია განახლდა. მოქალაქეები 20 ივნისის აქციიდან 76-ე დღეს გიორგი გახარიას დაწინაურებას და პრემიერად წარდგენას აპროტესტებენ.
ანტისაოკუოაციო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გავიდნენ რუსთაველის გამზირზე, რადგან "დღეს აქ წყდება ჩვენი ღირსების საკითხი".

ფოტო: ტაბულა
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დღეს წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის დამტკიცებას 8 სექტემბერს აპირებს.





