Facebook

Faceebok-მა შესაძლოა პოსტების ლაიქების რაოდენობა დამალოს

Reuters

ტექნოლოგიების გამოცემა TechCrunch წერს, რომ Facebook განიხილავს პოსტების ლაიქებისა და რეაქციების რაოდენობის დამალვას.

ზუსტი რაოდენობის ნახვა მხოლოდ პოსტის ავტორისთვის იქნება შესაძლებელი, დანარჩენები კი მხოლოდ იმას ნახავენ, რომ პოსტი თავისმა რომელიმე მეგობარმა დაალაიქა.

TechCrunch შესაძლო ცვლილებას Facebook-შიც უდასტურებენ.

Instagram-ზე ანალოგიური ცვლილება უკვე შვიდ ქვეყანაშია სატესტო რეჟიმში. Facebook-ში პირველ ეტაპზე ტესტის შედეგებს დაელოდებიან. შესაძლოა, ცვლილებამ კომპანიის შემოსავლებს ავნოს.

ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებმა საზოგადოებრივი წნეხის გარეშე შეძლონ დაპოსტვა. ამგვარად, მომხმარებლები ლაიქების მცირე რაოდენობის გამო ნაკლებად ცუდად იგრძნობენ თავს და ნაკლებად მიდრეკილები იქნებიან, წაშალონ პოსტები, რომლებმაც ბევრი ლაიქი ვერ მოაგროვეს.

 

კომენტარები