ინფლაცია

წლიურმა ინფლაციამ 4,9% შეადგინა, ფასები გაზრდილია სურსათზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე

Reuters

საქსტატმა აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით ინფლაციის წლიურმა დონემ 4,9% შეადგინა. ამავდროულად, ივლისთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 0,8%-ით განისაზღვრა.

წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ფასები 3,8%-ით არის გაზრდილი. საქსტატი ახალი მეთოდოლოგიით, ცალკე გამოყოფს თამბაქოს ნაწარმის წილს და არ ითვალისწინებს ჯამურ მაჩვენებელში.

აგვსიტოში ფასები 1.5 პროცენტით არის გაზრდილი სურსათისა და უალკაჰოლო სასმელების ჯგუფში. მათ შორის:

  • რძე, ყველი და კვერცხი — 4.8%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები — 2.3%; 
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული — 1.6; 
  • თევზეული — 1.3%;
  • ზეთი და ცხიმი — 1.2%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული — -2.2%.

უფრო შთამბეჭდავია ფასების ზრდა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით. იმავე ჯგუფში ფასები 8%-ით არის გაზრდილი. მათ შორის:

  • ხილი და ყურძენი — 18.2%; 
  • თევზეული — 16.3%;
  • პური და პურპროდუქტები — 12.4%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული — 11%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები — 9.3%;
  • რძე, ყველი და კვერცხი — 6.5%;
  • მინერალური და წყაროს წყალი — 4.7%;
  • ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე — -3.4%

წინა წლის აგვისტოსთან შედარებით თამბაქოს ნაწარმზე ფასები 29%-ით არის გაზრდილია. ფასები მომატებულია ყველა სამომხმარებლო სეგმენტში, მათ შორის:

  • ტრანსპორტი — 4,4%;
  • დასვენება, გართობა და კულტურა — 6,2%;
  • ჯანდაცვა — 3,9%. 

 

კომენტარები