ჯოკერი

ფილმმა ჯოკერმა პრემიერაზე 8 წუთიანი აპლოდისმენტი დაიმსახურა [VIDEO]

ვენეციის კინოფესტივალზე ტოდ ფილიფსის ახალმა ფილმმა ჯოკერმა პრემიერაზე 8 წუთიანი აპლოდისმენტი დაიმსახურა. ფილში მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

"პირდაპირ ოსკარებზე," - ასე შეაფასა ფილმი მსახიობმა ალბერტო ბარბერამ.

იხილეთ ფილმის ახალი ოფიციალური თრეილერი:

Variety-ის ფილმების კრიტიკოსი წერს, რომ ფენიქსის შესრულება, როგორც ფსიქიკურად დაავადებული შეშლილის, რომელიც მკვლელი ჯამბაზი ჯოკერი ხდება, გასაოცარია.

"ფენიქსი გასაოცარია... მან ფილმისთვის წონაში დაიკლო, სუსტად, დამშეულად გამოიყურება. მისი ფიზიკურობა ჩინებულია - თუ როგორ მოძრაობს, როგორ ურევს კარტებს, დარბის, ზის, ეწევა. მისი ჩვეული ინტენსივობა სრულიადაა ნაჩვენები და ეს დამატყვევებელია, მომენტებში ზედმეტადაც კი," - წერს Empire-ის მიმომხილველი.

ფილმი კინოთეატრებში 2019 წლის 4 ოქტომბერს გამოვა.

კომენტარები