ეს მათი სტილია. რუსეთი ცდილობს, საქართველოს დააბრალოს გარკვეული აგრესიული ქმედებები, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები მხარში გვიდგანან. როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე საფრანგეთმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მკაფიო და ცალსახა განცხადებები გააკეთეს საქართველოს სასარგებლოდ. ასე რომ, რუსეთი რას ამბობს, ეს ერთია და მიუღებელი და მეორეა, რომ არავინ არ ყვება რუსეთს. რუსეთის მოკავშირეებიც კი, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა - ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია, ისინიც კი არავითარ განცხადებას არ აკეთებენ რუსეთის სასარგებლოდ. ასე რომ, რუსეთი არის მარტო ამ განცხადებებში და აშკარად ჩანს, რომ მას აქვს თავისი პოლიტიკური ამოცანები, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს. საქართველოს ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც რუსეთის ამ პროპაგანდას არ ჰყვებიან და პირიქით, იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ინტერესებს და პოზიციებს.
რუსული ოკუპაცია
ზაქარეიშვილი: რუსეთი მარტოა, აშკარად ჩანს, რომ მისი ამოცანაა ჩრდილი მიაყენოს საქართველოს
tbl.ge/3z0b
დაკოპირდა

ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ინტერპრესნიუსთან. ის საუბრობს რუსეთის პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" შესახებ.
ამავე თემაზე
- ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
- კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
- ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის




