იაპონიაში ახალი მოწყობილობა, რომელიც მიმართულია გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების პრობლემის გადასაჭრელად, გაყიდვაში გაშვებიდან მხოლოდ 30 წუთში გაიყიდა.
შტამპები, რომლებიც დამზადებულია კომპანია Shachihata-ის მიერ, შევიწროების მსხვერპლს საშუალებას აძლევს თავდამსხმელები უხილავი მელნით დააფიქსირონ და გამოავლინონ.
500 შტამპა, რომლის ფასი 2,500 იენი (დაახლოებით 24 დოლარი) იყო, გაიყიდა სამშაბათს, გამოშვებიდან 30 წუთში.
მაისში, Shachihata-მ განაცხადა, რომ შეიმუშავებდა მსგავს ბეჭდებს, მას შემდეგ, რაც გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების პრობლემების გადასაჭრელად აქტიური დისკუსიები დაიწყო.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსის მიხედვით, რომელიც გენდერულ თანასწორობას ზომავს, იაპონია 149 ქვეყნიდან 110-ე ადგილზეა, აგრეთვე, აღნიშნული ინდექსით იაპონია დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილს იკავებს.