აშშ - უკრაინა

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი უკრაინას ეწვია

ჯონ ბოლტონი
Unian

27 აგვისტოს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი კიევს ეწვია. ეს უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის არცევის შემდეგ აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია.

"ველოდები ჩემ მომავალ შეხვედრებს კიევში, ჩვენ პარტნიორებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების ძალისხმევას და უფრო ძლიერი და წარმატებული უკრაინის შექმნის ხედვას," - წერს ბოლტონი თავისი Twitter-ის გვერდზე.

მომავალ დღეებში ბოლტონი მოლდოვასაც ეწვევა.

2012 წლის შემდეგ აშშ უკრაინას 3 მილიარდი ამერიკული დოლარით დაეხმარა, მათ შორის 1.5 მილიარდი სამხედრო შეიარაღებისთვის.

სექტემბერში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა არის დაგეგმილი.

6 აგვისტოს უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმა თქვა, რომ უკრაინას მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის ჯაველინების სისტემის შეძენა სურდა. უკრაინამ აშშ-ისგან ჯაველინების სისტემა 2018 წლის მაისში შეისყიდა. 

კომენტარები