როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, დღეს, 27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა, რომელთა ვადიანობაც ხუთი წელია.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენს. კუპონის გადახდა მოხდება ყოველ ექვს თვეში.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა, მოთხოვნამ კი ჯამში 81.5 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.95%-ით, მაქსიმალური 7.25%-ით, საშუალო შეწონილი კი 7.032%-ით.