ფასიანი ქაღალდები

ფინანსთა სამინისტრომ 80 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, სახაზინო ობლიგაციათა აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ 80 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

აუქციონში ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა და მოთხოვნამ 164 450 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.75%-ით, მაქსიმალური 9.26%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.111%-ით.

ფასიანი ქაღალდების ვადიანობა ხუთ წელს შეადგენს. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ უნდა მოხდეს, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125%-ს შეადგენს.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია, რომლის გაყიდვითაც სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

კომენტარები