ფასიანი ქაღალდები

ფინანსთა სამინისტრომ 50 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 364 დღეს შეადგენს.

როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 9.15%-ით, მაქსიმალური 9.6%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.392%-ით.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

კომენტარები