თიბისი ბანკის საქმე

დიღმელაშვილი ხაზარაძეს და ივანიშვილს სთავაზობს, დებატები გადაცემაში "სირცხვილია" გამართონ

ტაბულა

აქცია სირხცვილია-ს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და იმავე სახელწოდების გადაცემის წამყვანმა, შოთა დიღმელაშვილმა TBC ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს შესთავაზა, პარლამენტის წინ გაიმართოს დებატები, რომელშიც ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია.

"მივესალმებით მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების ფორმატის შეთავაზებას და მზადყოფნას ვაცხადებთ, დებატები წარიმართოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, პარლამენტის წინ, გადაცემაში #სირცხვილია, 20 საათსა და 20 წუთზე," - წერს დიღმელაშვილი.

ხაზარაძემ ივანიშვილი 27 აგვისტოს ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოიწვია დებატებში.

"მე ვთაზობ ბიძინა ივანიშვილის დისკუსიას თუნდაც იმედზე რომ ვისაუბროთ ღიად რა წინაპირობა ქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები იყო რომელიც საზოგადოებამ არ იცის. და ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას. დავადგეთ პირდაპირი ურთიერთობის გზას. მე ერთი წლის წინაც ვთქვი არანაირი კულისებში მოლაპარაკებები," - განაცხადა პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები