კვენტინ ტარანტინო

ანტონიო ბანდერასი: კვენტინ ტარანტინო თავისუფალი უნდა იყოს ხელოვნების კეთებაში

ანტონიო ბანდერასი
BBC.com

ანტონიო ბანდერასმა თავისი ახალი ფილმის “Pain And Glory”-ს პრემიერის დროს კვენტინ ტარანტინოზე და იმ კრიტიკაზე ისაუბრა, რასაც რეჟისორი თავისი ბოლო ფილმისთვის გადააწყდა.

ბანდერასის თქმით, არტისტი თავისუფალი უნდა იყოს თავის ქმედებებში.

”ტარანტინო თავისუფალი უნდა იყოს თავისი ხელოვნების კეთებაში. მე არასდროს, არასდროს არ დავაცენზურებ ხელოვნებას. ვფიქრობ, არტისტი თავისუფალი უნდა იყოს, შემდეგ ხალხი იქნება თავისუფალი დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მას. თქვენ გაქვთ თავისუფლება განაგრძოთ ან არ განაგრძოთ მისი ფილმების ყურება”, - თქვა ანტონიო ბანდერასმა.

კვენტინ ტარანტინოს “Once Upon A Time in Hollywood”-ის გამოსვლის შემდეგ რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებდნენ, თუმცა ყველაზე დიდი კრიტიკა მას ბრუს ლის შვილისგან შეხვდა. ის უკმაყოფილო იყო მამამისის ისე წარმოჩენით ფილმში, როგორც ეს კვენტინ ტარანტინომ გააკეთა და მოუწოდებდა რეჟისორს ან “მოეკეტა ან ბოდიში მოეხადა”.

კომენტარები