ავტოავარია

სოფელ მარაბდასთან ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, დაიღუპა 2 ახალგაზრდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდასთან ერთმანეთს ტრაილერი და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები