ემინემის სიმღერების გამომცემელმა SPOTIFY-ს უჩივლა და $30 მილიონს ითხოვს

Rollingstone.com

ემინემის სიმღერების გამომცემელმა ლეიბლმა Eight Mile Style სპოტიფაის უჩივლა საავტორო უფლებების დარღვევისთვის.

საჩივარში საუბარი არის ემინემის ოსკაროსან “Lose Yourself”-სა და კიდევ 200-ზე მეტ სიმღერაზე. ლეიბლის თქმით, სპოტიაფიაზე რეპერის სიმღერები მილიონჯერ განთავსდა, თუმცა ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

”Spotify-ს არ უცნობებია და არ გადაუხდია სიმღერების გამო Eight Mile-სთვის”, - ამბობენ ისინი.

გარდა ამისა, სპოტიფაის სიმღერა “Lose Yourself” უცნობი ავტორების სიაში ჰქონდა ჩაგდებული, რასაც Eight Mile Style აბსურდს უწოდებს.

ლეიბლი სპოტიფაისგან დაახლოებით 30 მილიონ დოლარს ითხოვს, 234 სიმღერის საავტორო უფლებების დარღვევისთვის.

ჯერჯერობით სპოტიფაიდან ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არავის გაუკეთებია.

კომენტარები