ცნობილი ადამიანები

"მე არ ვარ მატყუარა" - მაილი საირუსი ღალატის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა

მაილი საირუსი

მაილი საირუსი საკუთარ ტვიტერზე ჭორებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მან ლიამ ჰემსვორტს უღალატა და დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ჭორები მედიასა და სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც წყვილის დაშორების ინფორმაციის გავრცელებამდე, მაილი საირუსი კეიტლინ კარტერისთვის კოცნის დროს შენიშნეს.

"მე ვიღებ იმას რომ ცხოვრება, რომელიც მე ავირჩიე ნიშნავს 100%-იან გახსნილობასა და გამჭვირვალობას ჩემი ფანების მიმართ, რომლებიც მე მიყვარს. თუმცა, რასაც მე ვერ მივიღებ არის იმის თქმა, რომ მე ვიტყუები იმ დანაშაულის გადასაფარად, რომელიც მე არ ჩამიდენია.

არაფერი მაქვს დასამალი. შემიძლია დავადასტურო ბევრი რამ, მაგრამ ვერ დავადასტურებ იმას, რომ ჩემი ქორწინება ღალატის გამო დასრულდა. ლიამი და მე 10 წელი ერთად ვიყავით. მე ეს აქამდეც ვთქვი და ეს სიმართლეა - მე მიყვარს ლიამი და ყოველთვის მეყვარება", - წერს მომღერალი.

მაილი საირუსმა პოსტები საკუთარ წარსულზეც დაწერა. მისი თქმით, ის უკვე გაიზარდა და შეიცვალა.

"არ არის საიდუმლო, რომ მე ვერთობოდი ჩემს თინეიჯერობაში და შემდეგ კიდევ ცოტა ხანი. მე არამხოლოდ ვეწეოდი, არამედ მარიხუანას "ვიცავდი", გამოვცადე სხვადასხვა ნარკოტიკები, ჩემი ყველაზე დიდი სიმღერა დაწერილია MDMA-ს ცეკვასა და აბაზანაში ნარკოტიკების ხაზების ყნოსვაზე. მე ვაფუჭებდი და ვღალატობდი ურთიერთობებში, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი", - წერს მომღერალი.

შვიდთვიანი ქორწინების შემდეგ მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ოფიციალურად დღეს განქორწინდნენ. წყვილი 7 თვის წინ საიდუმლოდ დაქორწნინდა. მათ ერთმანეთი 2010 წელს, გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და 2012 წელს დაინიშნენ, თუმცა მალევე დაშორდნენ. 2015 წელს ისინი კვლავ დაინიშნენ.

კომენტარები