თიბისი ბანკის საქმე

პროკურატურა: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდების დაზუსტების მიზნით დავიბარეთ

თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში ისევ დაიბარეს. 

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება.

"გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით"- თქვეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

შეგახსნებთ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

კომენტარები