კონკრეტულმა ადამიანებმა გამოაცხადეს, მათ შორის გენერალურმა დირექტორმა, რომ იბრძოლებენ და მთავარი მიზანი იქნება რუსთავი 2-ის დანგრევა. ადამიანები რომლებიც დღემდე, უფრო სწორედ სამი დღის წინ რჩებოდნენ თავიანთ პოსტებზე განაცხადეს, რომ ამ ბრძოლაში მიყვებიან გენერალურ მდივანს. არცერთი დაწესებულება არც ტელეკომპანია, არც ნებისმიერი სხვა დაწესებულება არ დაუშვებს იმას რომ საკუთარი თანამშრომლები, მით უმეტეს საკვანძო პოსტებზე მყოფი თანამშრომლები ღიად აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიის დანგრევაში მიიღებენ მონაწილეობას. აქ რუსთავი 2-ის კრიტიკულობა არაფერ შუაში არ არის და საერთოდ არ მიმაჩნია, მე პირადად რომ რუსთავი 2 კრიტიკული ტელევიზიაა. ესაა პარტიული ტელევიზია. ყველა სხვა დანარჩენი, აჭარის ტელევიზია, იმედი, ტვ პირველი, შეიძლება იყოს კრიტიკული. ობიექტური თუ სუბიექტური, ეს მეორე საკითხია. მაგრამ რეალურად, რუსთავი 2ის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც დატოვეს პოსტები, რასაკვირველია, ისიც უნდა აღიარონ რომ მათი მთავარი მიზანი იყო რუსთავი 2-ზე გალაშქრება და არხის წინააღმდეგ გვარამიას ბრძოლაში მონაწილეობა და ეს არის რეალობა, რასაც ყველა ხედავს.
რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი
ვოლსკი R2-ზე: არხის კრიტიკულობა არაფერ შუაშია, ასეთ თანამშრომლებს არავინ ამუშავებდა
tbl.ge/3y9e
დაკოპირდა
20 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.
ამავე თემაზე
- R2-დან გათავისუფლებული წამყვანი ომბუდსმენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას სთხოვს
- NGO-ები რ2-ზე: დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ მოტივაციებზე ეჭვებს აღრმავებს
- იმედი: რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს
- ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ზე: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო - ყველაფერი კარგად იქნება
- ჩვენი გუნდის მომავალი რუსთავი 2 აღარ არის - ტელეკომპანიას პაატა იაკობაშვილიც ტოვებს