ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსული ოკუპაცია

მამუკა ბახტაძე გვიან ღამით ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულებს შეხვდა 

ოთხშაბათი, 21 აგვისტო, 2019 - 11:05
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
tbl.ge/3y7z
დაკოპირდა
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძე გვიან ღამით ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულებს შეხვდა. ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმა 21 აგვისტოს, დილის 1:30-ზე გაავრცელა. 

მას შემდეგ, რაც გორის სოფელ გუგუტიანთკარიდან 8 ადგილობრივი გაიტაცეს, ხოლო ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე პირველად ჩავიდნენ. ჟურნალისტებს შეხვედრა არ გადაუღიათ, ვინაიდან მედია ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. 

"ახლა ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ახალგარზდები, მშვიდობით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ ვიმყოფებით ახალუბანში. ეს სამი დღე ძალიან იყო ძალიან მძიმე იყო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები ოჯახში მშვიდობით, ჯანმრთელად დაბრუნდნენ", - თქვა ბახტაძემ. 

გუგუტიანთკარის 8 მცხოვრები ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ, 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

20/21 აგვისტოს ღამეს მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან პირველად ჩავიდნენ.

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა, 19 აგვისტოს კი გურიაში მუსიკალურ ფესტივალს დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. 19 აგვისტოს თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს".  

რუსული ოკუპაციამამუკა ბახტაძეგუგუტიანთკარიგუგუტიანთკარიდან გატაცებული მოქალაქეები

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 11:16ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
  • პარასკევი, 26 ივნისი, 2026 - 17:30კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
  • ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 13:07ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
  • პარასკევი, 5 ივნისი, 2026 - 09:37გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
  • ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026 - 12:46კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის

კომენტარები

ბოლო სიახლეები

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების  ვორკშოპი გაიმართება (რ)
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:29

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება (რ)

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:43

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:17

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო

მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:12

მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია

"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 16:42

"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი

ყველაზე კითხვადი

ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
1ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
2'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
32015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
4როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
5დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕