ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსული ოკუპაცია

ბახტაძე და თალაკვაძე გუგუტიანთკარში გვიან ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ

ოთხშაბათი, 21 აგვისტო, 2019 - 10:39
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
tbl.ge/3y7v
დაკოპირდა
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე სოფელ გუგუტიანთკარში გუშინ გვიან ღამით ჩავიდნენ და აქ მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრნენ. 

ვიზიტი ჟურნალისტებს არ გადაუღიათ, ინფორმაცია და ფოტოები პრესსამსახურმა დილის 01:30-ზე გაავრცელა. 

"მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ", - თქვა მამუკა ბახტაძემ მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას.

პრემიერის პრესსამსახურისვე ცნობით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებმა გოჩა მარღიშვილმა ბახტაძეს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა. ის  პრემიერს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის საჭიროებებზე ესაუბრა. 

პრესრელიზში ნათქვამია, რომ მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება.

"ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში  ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება  სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ  გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

ასევე, მისი თქმით, მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა. ხაზი გაუსვა სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენის მნიშვნელობას. 

"სოფლის მეურნეობის პროგრამები არის უმნიშვნელოვანესი. გპირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ რწმენა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას აქ, თავის მშობლიურ სოფელში შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია შრომა, მშვიდობიანი განვითარება და ერთსულოვნება.  ასეთი გამოწვევები და განსაცდელები ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში და ერთსულოვნებით გადაგვილახავს. ყველაზე მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია", - თქვა ბახტაძემ პრესსამსახურის ცნობით. 

გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

20/21 აგვისტოს ღამეს მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან პირველად ჩავიდნენ.

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა, 19 აგვისტოს კი გურიაში მუსიკალურ ფესტივალს დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. 19 აგვისტოს თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს".

რუსული ოკუპაციაარჩილ თალაკვაძემამუკა ბახტაძეგუგუტიანთკარი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 11:16ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
  • პარასკევი, 26 ივნისი, 2026 - 17:30კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
  • ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 13:07ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
  • პარასკევი, 5 ივნისი, 2026 - 09:37გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
  • ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026 - 12:46კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - გზების დეპარტამენტი
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:39

ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება - გზების დეპარტამენტი

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების  ვორკშოპი გაიმართება (რ)
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:29

BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება (რ)

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:43

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების შემდეგი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:17

ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლელო

მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 17:12

მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია

ყველაზე კითხვადი

ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
1ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
2'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
32015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
4როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
5დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕