რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

რუსთავი 2 კურიერის წამყვანებმა დატოვეს

ტელეკომპანია რუსთავი 2, კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს. 

მათ განცხადება 9 საათიან კურიერში გააკეთეს და თქვეს რომ ვერ იმუშავებენ იმ ტელევიზიაში, რომელიც კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილის ხელშია.  

"დღეს, მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში საიდანაც ვეღარ გეტყვით რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი.ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს და ადამიანებს რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიცხოვრე. წარმატებები ყველა რუსთავი 2-ელს და მას, ვინც აქ, ჩემს ადგილას დაჯდება და ყოველ საღამო ეტყვის ქვეყანას რომ "ეთერშია კურიერი." და ბოლოს, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვაკეთებდი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე მაგარ საინფორმაციო გამოშვებას და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ ჩემ მაყურებელს, მადლობა ნდობისთვის მადლობა რომ ირჩევდით რუსთავი ორს. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება"- თქვა დიანა ჯოჯუამ. 

დღეს, 20 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია. 

კომენტარები