რუსული ოკუპაცია

ჯიოევი გუგუტიანთკაზე: აღნიშნული სამუშაოები არსად იკვეთება საქართველოს ტერიტორიასთან

for.ge

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევის თქმით, გორის სოფელ გუგუტიანტაკრთან მიმდინარე მოვლენები არის "კარგი რეჟისურით დადგმული სპექტაკლი, რომელიც "სახელმწიფო საზღვრის" ხან ერთ, ხან მეორე მონაკვეთზე თამაშდება."

"პროტესტს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაისმის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სოფელ გუგუტიანთაკართან სახელმწიფო საზღვრის მონიშვნასთან დაკავშირებით, არავითარი კავშირი არ აქვს სტაბილურობაზე ზრუნვასთან საზღვრისპირა ტერიტორიებზე"- ამბობს ჯიოევო.

მისივე თქმით, საქართველოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ "აღნიშნული სამუშაოები არსად იკვეთება საქართველოს ტერიტორიასთან".

"საიდუმლო არ იყო არავისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი ცალმხრივად ახორციელებს საზღვრის მონიშვნას, რადგან ქართული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის"- ამბობს ის. 

საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების ფაქტზე ჯიოევი ამბობს, რომ აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ავტომანქანებით მასობრივად დაარღვიეს "საზღვარი".

"იქ შესაბამისი სასაზღვრო ნაგებობა რომ ყოფილიყო, სახელმწიფო საზღვარი არ დაირვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა მაშინვე აცნობა მსოფლიოს ადამიანების გატაცებაზე, ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დაარღვიეს ეს საზღვარი"- ამბობს ჯიოევი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადად, ორი ოჯახის რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 

 

კომენტარები