ირაკლი ქუმსიშვილი

ქუმსიშვილის შვილი რესტორანში ჩხუბისთვის დააკავეს და სამართალდამრღვევად სცნეს

რუსთავი 2

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი, ირაკლი ქუმსიშვილი მეგობართან ერთად დააკავეს. ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეტრიაშვილის ქუჩაზე, რესტორან "ღვინის ქარხანა გალერეაში" ჩხუბი მოხდა. მას შემდეგ, რაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ირაკლი ქუმსიშვილს კერძო დაცვის თანამშრომლებთან შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციულისახდელი შეუფარდა". 

რუსთავი 2-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ირაკლი ქუმსიშვილი ისე სცემეს, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 

კომენტარები