ჩინეთი

1980-იანი წლების ჩინეთის ყოველდღიური ცხოვრება - ადრიან ბრედშოუს ფოტოები

ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის The Last Emperor-ის გადასაღები მოედანი ბეიჯინგში, 1985 წელი.
ADRIAN BRADSHAW

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, ადრიან ბრედშოუმ, თავის ახალ წიგნში "The Door Opened: 1980s China" ჩინეთის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოები გამოქვეყნა. ფოტოგრაფს ჩინეთში მთლიანობაში 2 მილიონი ფოტო აქვს გადაღებული, წიგნისთვის კი მათი ნაწილი აარჩია.

ადრიან ბრედშოუ ბეიჯინგში 1984 წელს ჩავიდა და შემდეგი 30 წელი ჩინეთში გაატარა.

ნახეთ ფოტოგრაფის სურათების ნაწილი და მისივე ისტორიები.

ფოტოგრაფის თქმით, სურათში ჩანს წარწერა - "ხანგრძლივი ცხოვრება მაო ძედუნს".

წარწერა კედელზე - ხანგრძლივი ცხოვრება მაო ძედუნს, 1985 წელი ბეიჯინგში.
ფოტო: ADRIAN BRADSHAW

ჩინეთში ყოფნისას, 1985 წელს ფოტოგრაფმა ერთი კვირა მუჰამედ ალისთან და მის გუნდთან ერთად გაატარა. მისი თქმით, ეს იყო გამოცდილება, რომელმაც ქვეყანაში დარჩენა გადააწყვეტინა.

"ჩემი ჩინეთში ჩასვლის ადრეულ პერიოდში მკითხეს, ვიქნებოდი თუ არა დიდებული მუჰამედ ალის ფოტოგრაფი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ბეიჯინგის მრჩეველი და დამხმარე იქნებოდა მომავალში ოლიმპიური თამაშების ჩატარების საკითხში".

მუჰამედ ალი ბეიჯინგში, 1985 წელი.
ფოტო: ADRIAN BRADSHAW

"შესაძლოა, ეს იყო პირველი მოდის ჩვენება ჩინეთის ახალ ერაში. დამსწრე ადამიანების სახეები ამის ყურებისას შეუფასებელია", - ამბობს ფოტოგრაფი პიერ კარდენის შოუზე.

პიერ კარდენის შოუ ბეიჯინგში, 1985 წელი.
ფოტო: ADRIAN BRADSHAW

"ვინ იცის, შესაძლოა ამ ბავშვებისგან რომელიმე მაინც გახდა ნამდვილი ასტრონავტი. მაშინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა", - ამბობს ფოტოგრაფი.

ატრაქციონები შანხაიში, 1987 წელი
ფოტო: ADRIAN BRADSHAW

"ტექნიკის ქონა ჩინეთში ძალიან დიდ სტატუსს გძენდა, ამიტომ ყველგან მეკითხებოდნენ რა ღირდა ჩემი კამერა", - იხსენებს ფოტოგრაფი.

მუსიკის მოსასენი მნახველებში აღფრთოვანებას იწვევს, შანხაი 1985 წელი
ფოტო: ADRIAN BRADSHAW

"ქუჩის ბაზრებზე ბევრი ერთნაირი პროდუქცია იყიდებოდა და ყველაფრის ფასზე მოლაპარაკება იყო შესაძლებელი. აქ დაიწყო ახალი ეკონომიკური ერა, სადაც ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ მეტი ფული, თუ იქნებონდნენ მეტად პროდუქტიულები",- იხსენებს ფოტოგრაფი.

ქუჩის ბაზარი ჰეფეიში,1986 წელი.
ფოტო: ADRIAN BRADSHAW

"1980-იან წლების ჩინეთში კონდინცირების შესახებ თითქმის არავინ იცოდა. ამიტომ, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევდა, ადამიანები გარეთ დიდი ხნით რჩებოდნენ და წყალში ბანაობდნენ", - იხსენებს ფოტოგრაფი.

ბეიჯინგი,1985 წელი.
ფოტო: ADRIAN BRADSHAW

"ბერნარდო ბერტოლუჩის ბეიჯინგში ყოფნის დროს შევხვდი, რათა გვესაუბრა მიტოვებულ ქალაქში შესვლაზე The Last Emperor-ის გადასაღებად. ჩვენ სასახლის გარშემო დავდიოდით და ის ამბობდა, რომ ბავშვობიდან მოხიბლული იყო იმპერატორის ისტორიით", - იხსენებს ფოტოგრაფი.

ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმის The Last Emperor-ის გადასაღები მოედანი ბეიჯინგში, 1985 წელი.
ფოტო: ADRIAN BRADSHAW

კომენტარები