მცოცავი ოკუპაცია

ბაქრაძე: შიდა დისკუსიაში შესვლა, უადვილებს მთავარ დამნაშავეს, რუსეთს ოკუპაციის გაგრძელებას

ევროპულ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საგარეო კონტაქტები. ჩვენ ყველა კონტაქტს ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსული ოკუპაციის შეჩერებაში. ჩვენ მზად ვართ, ქვეყნის შიგნითაც ვიმუშავოთ და აქ ჩამოსვლა არის ის სიმბოლური ნაბიჯი რომლითაც გამოვხატავთ, რომ დღეს ჩვენი ამოცანა, ყველას ერთად, ხელისუფლებისაც, ოპოზიციისაც, ძალიან განსხვავებული ადამიანებისაც, საერთო ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციის შეჩერება და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება. დღეს გუგუთიანტკარში მე არ მინდა შიდა უთანხმოებებზე საუბარი. აქ დამნაშავე არის მხოლოდ ერთი, რუსეთი და ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ბრალი გადმოაქვს შიდა ქართულ განსხვავებებზე, უადვილებს რუსეთს ბორდერიზაციას და ეხმარება ოკუპაციაში. ამიტომ, აქ დღეს, აი ამ ადგილას, საოკუპაციო ზოლის გვერდით მე არ ვილაპარაკებ, თუმცა ძალიან ბევრი არგუმენტი შემიძლია გითხრათ, მაგრამ არ ვაპირებ შიდა დისკუსიაში შესვლას იმიტომ, რომ ნებისმიერი შიდა დისკუსიაში შესვლა უადვილებს მთავარ დამნაშავეს, რუსეთს ოკუპაციის გაგრძელებას. არ უნდა მივცეთ მთავარ და ერთადერთ დამნაშვავეს, რუსეთს საშუალება ჩვენი შიდა კამათის გამო უპრობლემოდ გააგრძელოს საქართველოს ოკუპაცია და ჩვენი შიდა მიწების მიტაცება. 

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ სოფელ გუგუტიანთკარში ისაუბრა. ბაქრაძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

კომენტარები