მცოცავი ოკუპაცია

ზალკალიანი საუკუპაციო ხაზის გადმოწევაზე: რაც მევალება მაქსიმალურს ვაკეთებ

„მარტივი არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში დებატების გამართვა საქართველოსთან მიმართებაში, სადაც რუსეთი, როგორც საბჭოს მუდმივი წევრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ფორმატები არ გაიმართოს?! ეს არ არის ადვილი და ამას ვახერხებთ. არამხოლოდ უშიშროების საბჭოს ფორმატში, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, რეზოლუციებთან მიმართებაში. მე რაც მევალება, მაქსიმალურს ვაკეთებ, რომ ინფორმირება მოვახდინო საერთაშორისო თანამეგობრობის, შესაბამისი გამოხმაურება მივიღოთ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ ახალი მავთულხლართების, ძელების მონტაჟისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები