გუგუტიანთკარი და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ოკუპანტი ახორციელებს თავის გეგმას, არის ჩვენი სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. დაწყებული 2006 წლიდან ჩვენი პარტნიორები, აშშ, ევროკავშირი, ყველა ქვეყანა მიუთითებდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს იმისათვის, რათა ოკუპაცია არ ყოფილიყო დაშვებული. დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა მავნებლურმა პოლიტიკამ, რაც სააკაშვილს ჰქონდა ამ კომფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. მეორე, რაც შეეხება მავთულხლართს, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო სუსტია ის კონსტრუქცია, რომლითაც ეს მავთულხლართი კეთდება, ვიდრე ბერლინის კედელი, რომელიც დაიშალა და რომლის ნატეხებიც დღეს ევროპის მოედანზე დგას
tbl.ge/3xte
დაკოპირდა

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა მავთულხლართებს ამონტაჟებენ.
ამავე თემაზე
- ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
- კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
- ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის




