აგვისტოს ომი

იზორია TV IMEDI-ის ფილმზე: ყოვლად მიუღებელია იმის თქმა, რომ რუსული ნარატივის გაგრძელებაა

იმის თქმა, რომ ეს [ფილმი] იყო რუსული ნარატივის გაგრძელება, მეც ვნახე ფილმი და, ყოვლად მიუღებელია. რატომ? იმიტომ, რომ იქ ცალსახად დაფიქსირდა ფაქტი რუსული შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისა და ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ ამასთან ერთად გაცხადდა ის, რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ ამ კონფლიქტის და ამ ოკუპაციის, პირდაპირი ოკუპაციის, რომელზეც გვითქვამს, რომ წლების განმავლობაში მზადდებოდა რუსეთის მიერ, თავიდან აცილება გონიერი პოლიტიკით შესაძლებელი იყო, რაც არ მოხდა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეხმაურება იმედის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმს, რომელიც ერთი ერთში იმეორებს კრემლის პროპაგანდას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო ომი.

კომენტარები