რუსული ოკუპაცია

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაეროში უშისროების საბჭოს დახურული სხდომაზე, რომელიც დღეს, 8 აგვისტოს, გაიმართა. სხდომა პოლონეთის თავმჯდომარეობით გაიმართა, სადაც საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან ერთობლივი განცხადება გაავცელეს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის საფრანგეთის, პოლონეთისა და ესტონეთის (როგორც საბჭოს მომავალი წევრი) წარმომადგენლებმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებაში ერთობლივ აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან და 12 აგვისტოს შეთანხმების დადებიდან 11 წელი გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი არ არის. ხაზი გაესვა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და საერთაშორისო წესრიგის უგულველყოფას.

უწყების ცნობით, მხარეების მიერ გამოიხატა ღრმა შეშფოთება საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლების ინტენსიფიკაციის გამო. ითქვა, რომ ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონის უსაფრთხოებას.

"განცხადებაში მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას რომ სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექნიზმების დაშვება საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში. განცხადებაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პარტნიორი ქვეყნების უპირობო მხარდაჭერას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხო, ღირსეული და დაბრუნებუსადმი. აღინიშნა რომ იძუკებით გადაადგილებულ პირმა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთერთი მთავარი საკითხია და გამოითქვა წუხილი, ამ მიმართულებით პროგრესის არ არსებობის გამო. პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რომ მისცენ შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ და მოვუწოდეს მხარეებს ჟენევის დისკუსიებში უფრო მეტი ჩართულობისა და ძალისხმევების გაორმაგებისაკენ", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომენტარები