ისრაელი

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის არმიის ჯარისკაცს ცივი იარაღით თავს დაესხნენ და მოკლეს

AFP

დასავლეთ სანაპიროზე, ბეთლემსა და ჰებრონს შორის ტერიტორიაზე, ებრაულ დასახლებასთან ახლოს ისრაელის არმიის 18 წლის ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ეს ტერორისტული თავდასხმაა.

დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებში 400,000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში 17 სექტემბერს არჩევნებია დანიშნული.

მას შემდეგ, რაც მაისში ბენიამინ ნეთანიაჰუს მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა, ისრაელში კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის დაშლას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

კომენტარები