აგვისტოს ომი

ბაქრაძე: ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველო მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს

პატივი მინდა მივაგო იმ გმირების ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს თავისუფლება და სუვერენიტეტი.

ომი არასდროს არ უნდა იყოს საქართელოს არჩევანი. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველო მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ დასრულდეს ოკუპაცია იმისთვის, რომ გამთლიანდეს ქვეყანა და იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, როგორც ნამდვილად თავისუფალ ქვეყანას.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები