ესტონეთი - რუსეთი

ესტონეთი ოკუპირებული დონბასის მცხოვრებთათვის გამოშვებულ რუსულ პასპორტებს არ ცნობს

Shutterstock

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ესტონეთი ოკუპირებული უკრაინის - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მცხხოვრებთათვის 24 აპრილის შემდეგ გამოშვებულ რუსულ პასპორტებს არ ცნობს თუ პასპორტის მფლობელი უწინ რუსეთის მოქალაქე არ იყო.

"რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთათვის არის უკრაინის დამოუკიდებლობის უგულვებელყოფის კიდევ ერთი მცდელობა... ეს სრულიად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებას. ესტონეთის დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ ფუნდამენტურად ვგმობთ რუსეთის ამ ბუნების ამბიციებს," - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა ურმას რეინსალუმ

საგარეო საქმეთა მინისტრის იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც მსგავს ნაბიჯს გადადგამს - "მე მჯერა, რომ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო საზოგადოება მალე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ აქტიურად დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

24 აპრილს კრემლში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გამარტივდა.

თავდაპირველად, 2017 წელს პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რაც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების პასპორტებს ვალიდურად ცნობს.  

"უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში პასპორტის გაცემა არის რუსული აგრესიის გაგრძელება და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით "რუსეთი ამ პროვოკაციული ქმედებით აძლიერებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას".

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიმ დაგმო შემთხვევა - "რუსეთი დამპყრობელი ქვეყანა არის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომობს... რუსეთზე დიპლომატიური წნეხი და სანქციები უნდა გაიზარდოს".

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები