ესტონეთი - რუსეთი

რუსეთის თავდასხმის მზარდი შიშის ფონზე, ესტონეთი ბომბსაფრებისთვის ადგილებს ეძებს

Shelter signage in Estonia Source: Estonia Rescue Board

რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შიშის ფონზე, ესტონეთის მთავრობა პოტენციური  ბომბსაფრების განსაზღვრას ცდილობს

"ათი წლის წინ დომინირებდა ნარატივი, რომლის მიხედვით, აღარ იარსებებდა კონვენციური ბრძოლა და რაკეტები. ის, რომ დღეს ომი არ არის, არ ნიშნავს, რომ არ გვჭირდება უარესისთვის მომზადება". – აღნიშნა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლაური ლაანემეცმა.

პოტენციური თავშესაფრის მოსაწყობად, ხელისუფლება საზოგადოებრივ შენობებს, სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებს არჩევს. ივნისიდან საზოგადოებრივი თავშესაფრების მოსანიშნად ათობით ფერადი ნიშანი გაჩნდა, მათ შორის, ლურჯი სამკუთხედები ნარინჯისფერ ფონზე.

თავშესაფრისთვის მონიშნულ ადგილებს განეკუთვნება რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ნარვას მე-17 საუკუნის დროინდელი ციხე-სიმაგრის ქვეშ არსებული გვირაბები. ასობით ადამიანის შეფარება შეუძლია ბასტიონს, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ქალაქის განმეორებითი დაბომბვის დროს გამოიყენებოდა.

დაგეგმვის ნაწილი უკავშირდება ოქტომბერში ბალტიისპირეთისა და პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრების ფინეთში ვიზიტს. ჰელსინკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბოლო რვა ათწლეულის განმავლობაში აშენებული სამოქალაქო თავდაცვის 50 000-ზე მეტი თავშესაფრის ქსელის განახლება დაიწყეს. 

კომენტარები